მხატვრების ნამუშევრები

უსათაურო 2021-10-03

* * *
მე იმ პატარა ნაკადულივით,
მინდა გავექცე წყვდიადს,
და პაწაწინა ბეღურასავით,
მზეს დავენახო დიადს,
გავყვები მთებს
და გავყვები მინდვრებს,
და ბარში ჩავალ ალბათ,
შევუერთდები მე დიდ მდინარეს
და შევერწყმები ლურჯ ზღვას.
მდინარის ტალღები
და მზის სხივები,
იმედს მისახავენ დიადს.
და იმ პატარა ნაკადულივით,
არ შევერწყმები დიდ ზღვას.


2007წ