მხატვრების ნამუშევრები

კლოდ მონეს 2021-10-03

კლოდ მონეს


ყაყაჩოს მინდორი ღელავს,
ნისლში გახვეულა პარიზი,
ფიქრში ჩაფლულა სენა,
ესაა ფუნჯის კაპრიზი.
ამომავალი მზე,
ეულად მოცურავე ნავი,
ტილოზე ოქროსფერი დღე
და გარინდული წამი,
ულამაზესი ბაღი,
პალიტრას შეპარული სხივი,
ფუნჯის მონასმი ლაღი,
იაპონური ხიდი,
ღამის წყვდიათთან ჯიბრი,
ტილოს შეპარული ნისლი,
ესაა მხატვრის ფიქრი,
შთაბეჭდილება დიდი.


2010წ