მხატვრების ნამუშევრები

ქართული კერამიკა 2012-05-27

საქართველოში, ისე როგორც მთელ კავკასიაში, კერამიკა მიეკუთვნება ჭეშმარიტ მხატვრულ ხელოვნებას. ქართულმა კერამიკამ გაიარა განვითარების რთული და გრძელი გზა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. დადგენილია, რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. VII – VI ათასწლეულში, განვითარებული ნეოლითის ხანაში საქართველოში ამზადებდნენ ცეცხლზე გამომწვარ წითელი თიხის ჭურჭელს, რასაც ადასტურებს ოდიშის, ანასეულისა და სხვა არქეოლოგიური ექსპონატები.აღსანიშნავია აგრეთვე ძვ.წ. III ათასწლეულის თრიალეთის, ურბნისის, ქვაცხელას და სხვ. კერამიკული ნამუშევრები, სადაც უკვე გვხდება სხვა და სხვა ფერის წერნაქით მოხატული ჭურჭელი. ეს არის საკმაოდ რთული ფორმის წყლის სასმელი ჭურჭელი გამოძერწილი ორნამენტებით, დოქები ცხოველებისა და ფრინველების ფორმით, აგრეთვე სხვადასხვა ფორმის თიხის სასანთლეები, რომლებიც გავრცელებული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ძველ აღმოსავლეთში. ყორღანების გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ძვ.წ. II ს. მოხატული კერამიკის ნიმუშები, რომლებიც უეჭველად დაკავშირებული იყო ახლო აღმოსავლეთის კერამიკული ხელოვნების უძველეს ტრადიციებთან, და აგრეთვე ეგეოსის ზღვის აუზის ქვეყნების ხელოვნებასთან. ძველი წელთაღრიცხვით VIII – VII ს.ს. თრიალეთისა და მცხეთის არქეოლოგიურ კომპლექსებში აღმოჩენილი მოჭიქული ჭურჭელი ადასტურებს კერამიკის წარმოების იმ მაღალ დონეს, რომელიც არსებობდა საქართველოს ტერიტორიაზე. თანავედროვმე ქართულმა პროფესიულმა კერამიკამ აღორძინება დაიწყო 1959 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკა–მინის ქათედრასთან არსებული სასწავლო–ექსპერიმენტულ სახელოსნოში.