მხატვრების ნამუშევრები

ყველა ქართველი მხატვარი


საიტი ეძღვნება ქართულ მხატვრობას, ქართველ მხატვრებს და ზოგადად ქართულ ხელოვნებას, მის ისტორიას. გვინდა და შევეცდებით წარმოგიდგინოთ ყველა ქართველი მხატვარი, უცნობები თუ ნაცნობები, მათი ბიოგრაფიები და შემოქმედება. ქართულ მხატვრობას დიდი ფესვები აქვს, ამის ნათელი დადასტურებაა საქრთველოს ეკლესია-მონასტრებში მრავლად შემორჩენილი ფრესკები რომლებიც თავისი ფერთა გამითა და ხატვის ტექნიკით დღესაც აოცებენ მნახველებს.


"ქართული ხელოვნება თავისი განვითარების მთელ გზაზე მუდამ ინარჩუნებდა მხატვრული ფორმის გააზრებისა და გადმოცემის საკუთარ სახეს".

შალვა ამირანაშვილი
"ქართული ხელოვნების ისტორიის განვითარება გვიჩვენებს, რომ ქართული ხელოვნება არის განსაკუთრებული მხატვრული მოვლენა, ბუნებრივად და შინაგანი აუცილებლობით განვითარებული და გაზრდილი ხალხურ ფართო საფუძველზე და არა ხელოვნურად დამყნობილი და გარედან გადმონერგილი რამ..."

გიორგი ჩუბინაშვილი
ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ გამონათქვამებისა, რომელიც ქართულ მხატვრობაზე, ქართულ ხელოვნებაზე დაუწერიათ უდიდეს ქართველ მოღვაწეებს და არა მგონია ჩვენ უკეთესად ან უფრო ზუსტად გადმოგვეცა ქართულ მხატვრობასთან შეხების უდიდესი სიამოვნება.
"ამ "სიძველეთა სურნელება" არ შეიძლება არ იზიდავდეს ყოველ ადამიანს, ვისაც კი სილამაზე უყვარს, ვისაც უყვარს და აღელვებს თავისი ქვეყნისა და ერის წარსული და გული შესტკივა მისი მომავლისათვის..."

ვახტანგ ბერიძე

"მხატვრობა? ეს რითმების ფერები და ფერების პოეზიაა. მხატვრობას ერთი სიცოცხლე არ ჰყოფნის, რომ ისწავლო და იმუშაო კიდეც. ახალგაზრდები ნიჭიერები  არიან, მაგრამ დრო არის ახლა სხვანაირი. უსაგნო ფერწერას ბევრი აფარებს ახლა თავს. კარგი აბსტრაქტული ნამუშევარი რომ გააკეთო, ფიგურალურზე გაცილებით რთულია. აბსტრაქციამ განწყობა უნდა შექმნას, აქ მთავარი ფერის ჰარმონიაა. აკადემიაში მიღებული განათლება აუცილებელია, ეს გზა უნდა გაიარო, ჩარჩოებშიც უნდა მოექცე და გასცდე მას.

მხატვრობა: კაცი რომელიც ცხოვრებას ხატავს."

ავთო ვარაზი